პაატა ჯიბლაძე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიწის აზომვით სამუშაოებთან ერთად, სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს მისი რეგისტრაციის ხარჯებიც
26-02-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიწის აზომვით სამუშაოებთან ერთად, სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს მისი რეგისტრაციის ხარჯებიც,“– ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„რამდენიმე დღის წინათ მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ,,მემარცხენე ალიანსი“-ს მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯების სრულად დაფინანსებას.


მინისტრის განცხადებით, ფერმერებსა და გლეხებს დაუფინანსდებათ მხოლოდ მიწის აზომვითი ხარჯები, რაც  ჩვენი აზრით არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და სოციალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილი მოსახლეობის აბუჩად აგდება.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიწის აზომვით სამუშაოებთან ერთად, სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს მისი რეგისტრაციის ხარჯებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერებისა და გლეხების სამართლიანი პროტესტი შეიძლება რევანშისტული პოლიტიკური ძალების მიერ  გამოყენებული იქნეს პოლიტიკური მიზნებისთვის და  გადაიზარდოს უმართავ პროცესში, რაც სახელმწიფოს განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს,“– განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი