ნინო ბურჯანაძე: არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ადამიანების მხრიდან ძალიან მძიმე რეაქცია მოყვება
04-06-2014, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ქვეყანაში არსებულ რეალობას პასუხისმგებლობით ეკიდება, მაშინ ნორმალური და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩაატაროს.

 

 

"ახლა არის ათასობით ადამიანის არჩევნები და მე მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნება", თუ ისინი მართლაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ქვეყანაში არსებულ რეალობას, ერთადერთი რამ არის მათგან საჭირო - ნორმალური და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ არავის არაფერს არ ვთხოვთ, ჩვენ ვითხოვთ იმას, რისი უფლებაც კონსტიტუციამ მოგვანიჭა"-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

აღნიშნულით ბურჯანაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის მოქმედი ნორმა უნდა შეცვლილიყო, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, კენჭისყრიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებდა. ინიციატივა ცესკო-მ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

 


ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე განმარტება თავად პრემიერმა უნდა გააკეთოს. მან "ქართული ოცნებას" არაკომპეტენტური კიდევ ერთხელ უწოდა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა, "ოცნება" თავის არაკომპეტენტურობას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ფარავს.

 


"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ადამიანების მხრიდან ძალიან მძიმე რეაქცია მოყვება. ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მე, მიუხედავად იმ უსინდისო გარიგებისა, რასაც ადგილი ჰქონდა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ჩემს მომხრეებს რაიმე ტიპის პროტესტის გამოხატვა კატეგორიულად ავუკრძალე"-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი