დავით ბერძენიშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და პროკურატურას შორის უცნაური დაახლოება შეიმჩნევა
26-02-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკელების" წარმომადგენელი, დავით ბერძენიშვილი პროკურატურის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არჩევნების გაყალბების თაობაზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

 

 

"საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ" პროკურატურას მიმართა და ერთ საათში, პროკურატურა გამოეხმაურა. რაღაცა მოულოდნელი და უცნაური დაახლოებაა პროკურატურისა და "საერთაშორისო გამჭვირვალეობის". ეს სერიოზული არ არის. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეისწავლის. მგონია, რომ საქმის არ აღძვრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური იქნებოდა, მაგრამ ეს მათი საქმეა. პროკრატურა უნებურად არ უნდა იქცეს პოლიტიკური კამპანიის შემადგენელ ნაწილად", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

 

მისი თქმით, საქართველოს მთავარ პროკურორსა და მთავარ პროკურატურას სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან თოფაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებით გამოდის.

 

 

"ხელისუფლებიდან გაგდებული ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის მიმართ უხამსი ბრალდებებით გამოდის. ასვეე არჩევნებში დამარცხებული ირმა ინაშვილი ბრალდებებით გამოდის და თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ეს ყველაფერი ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება. ვიღაცა ამას შეგნებულად აკეთებს, ვიღაცა - გამოუცდელობით", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი