„პოზიცია“ 28 თებერვალს ქუჩის მუსიკოსებთან ერთად რიგით მე-9 საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს
26-02-2016, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” 28 თებერვალს 20:00-საათზე მართავს რიგით მე-9 საქველმოქმედო საღამოს პროექტ “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” ფარგლებში. საღამო ჩატარდება club egoist-ში, სადაც იმღერებენ ნინი ბადურაშვილი, თიკა ჯამბურია, თამუნა ბაბილუა და ქუჩის მუსიკოსები, რათა ერთად გადავარჩინოთ პატარა გიორგი მოდებაძის სიცოცხლე.


ის რაც მოდებაძეების ოჯახში ხდება, ყველა ტკივილზე მწარე აღმოჩნდა. დაახლოებით უკვე 7 თვეა, რაც 12 წლის გიორგის „პანენცეპალიტი“ აღმოაჩნდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიორგიმ წითელა გადაიტანა. როგორც გიორგის მშობელი ქ-ნი ირინა Tvfree-სთან საუბრის დროს განმარტავს, მან მისი მცირეწლოვანი შვილის წითელაზე აცრა ვერ მოასწრო, რადგან ვაქცინა ერთი წლის ასაკიდან კეთდება, ბავშვი კი მაშინ მხოლოდ 7 თვის იყო.


„მოულოდნელად გიორგის შიშები დაეწყო, გონებას ეტაპობრივად კარგავდა, კითხვა უჭირდა და ვეღარც წაკითხულს იმახსოვრებდა,“ – აცხადებს ქ-ნი ირინა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გამოსაკვლევად და მიზეზების გასაგებად თუ რატომ ემართებოდა ბავშვს ასე, იაშვილის კლინიკისთვის მიემართათ. კლინიკაში მიყვანისთანავე მოზარდს ტომოგრაფია ჩაუტარდა, ვინაიდან ექიმებს ეჭვი ტვინის პათოლოგიაზე ჰქონდათ, თუმცა ანალიზის პასუხების მიხედვით მსგავსი რამ მას არ აღმოაჩნდა.


დროთა განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა უარესდებოდა, მას ხელიდან ნივთები უვარდებოდა. მშობლების მოთხოვნით ანალიზები გერმანიაში გადაიგზავნა, დიაგნოზი კი ოჯახისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. გერმანელმა მედიკოსებმა გიორგის „პანენცეპალიტი“ დაუდგინეს. „პანენცეპალიტი“ ეს არის ბაქტერია რომელიც აუცრელ ორგანიზმში წითელას გადატანის შემდეგ რჩება. ყოველთვის არა, მაგრამ თუ ეს ფაქტი მოხდა ბავშვს გარეგნულად არაფერი დაეტყობა, ბაქტერია ორგანიზმში 16-წლის ასაკამდე გაიღვიძებს და ტვინზე იმოქმედებს.


ამ დროს ბავშვების უმეტესობა იღუპება. ამ დაავადებას „პანენცეპალიტი“ ჰქვია და ამის შესახებ თითქმის არავინ იცის, რადგან საქართველოში ამ ბაქტერიით წელიწადში საშუალოდ 3 ბავშვი იღუპება. ოჯახის და ნათესავების დახმარებით, მშობლებმა შვილის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყეს. იმისთვის, რომ გიორგის სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს, საჭიროა იმუნიტეტის მოსამატებელი გადასხმა, რომლის ღირებულება 7500 დოლარს შეადგენს და თვის განმავლობაში ერთხელ კეთდება. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით ოჯახს 3500 ლარი გამოეყო, ხოლო გამგეობამ 500 ლარით დააფინანსა.



ოჯახმა ჭიათურაში სახლიც გაყიდა, რადგან გადასხმისათვის საჭირო თანხა შეეგროვებინათ. გიორგის სახელმწიფოს დახმარებით ყოველთვიურად პენსიის სახით 160-ლარი გამოეყო. ოჯახს ყველანაირი რესურსი ამოეწურა და დახმარებას ხალხისგან ითხოვენ, რათა გიორგი ამ დაავადებას ებრძოლოს. ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება გიორგის დასახმარებლად, ლიბერთი ბანკში გახსნილია საბანკო ანგარიში.- თანხის მიმღები: გაგა მოდებაძე ანგარიშის ნომერი: GE79LB0711196350689000

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი