უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ანა დოლიძე "რუსთავი-2"-თან საუბარში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის და მე ვფიქრობ ეს საკმარისია. უფრო უპრიანი იქნებოდა ეს კითხვა დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის", - განაცხადა ანა დოლიძემ.
ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ანა დოლიძე აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობოს ინტერესებს იცავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.