რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილს მიყენებული აქვს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა და თავზე ნაფლეთი ჭრილობა.
იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით საათნახევრის წინათ მიიყვანეს. მისივე თქმით, პეტრიაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
"მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში. ეს არის ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, ასევე 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი წელ-ზურგის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა იმედაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.