„სანამ ჩვენ არ გვეცოდინება, მოტივაცია რა იყო პეტრიაშვილის დაჭრისა, მანამდე თქმა რომ რაღაცა საშინელება მოხდა არ შეიძლება“ - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
„ნებისმიერ ადამიანზე თავდასხმა, მისი დაჭრა არის უმძიმესი დანაშაული. ცხადია, რომ უნდა იქნეს გამოძიებული, აღკვეთილი, დასჯილი. ძალიან სამწუხაროა, როცა მსგავსი რამ ხდება“ - აღნიშნა ხმალაძემ.
ალექსი პეტრიაშვილს დღეს საბურთალოს რაიონში უცნობმა პირებმა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
პეტრიაშვილი „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.