საზოგადოებაში ასეთი ფაქტები, ძალიან სერიოზული დაუცველობის განცდას აჩენს და ხელისუფლების, ასევე სამართალდაცველების ვალია ეს დაუცველობის განცდა გაუქარწყლონ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.
"პრეზიდენტის პოზიციასაც გამოვხატავ ამ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტის გამო. ძალიან მძიმეა, როდესაც დღისით, მზისით ადამიანზე ხორციელდება თავდასხმა, მითუმეტეს, პოლიტიკოსზე, ოპოზიციონერზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მალევე შევიტყოთ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. მადლობა ღმერთს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თავისთავად მძიმეა ის რაც მოხდა", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.