გვაქვს ამბიცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა.
"აბსოლუტურად გავაუმჯობესეთ საარჩევნო გარემო. იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩვენო გარემო იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, რომელმაც დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში და კიდევ უფრო უკეთეს პირობებში ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზეც. მისი თქმით, ამ მიმართულებით რევოლუციური კოდექსი შეიქმნა.
"მე დღეს, მესმის ბევრი საუბარი, რომ მთავრობამ არაფერი შეცვალა და დატოვა იგივე, რაც შეიმუშავა "ნაციონალურმა მოძრაობამ". მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 12 ქალაქის მერი და 60-მდე გამგებელი იქნება პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ირჩევენ პირდაპირი წესით მერებს და გამგებლებს", - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.