მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. ამ მიზნით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანას. საკითხი სხდომაზე განსახილველად საფინანსო სამსახურის უფროსმა, ლევან თევზაიამ გამოიტანა.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებას საკრებულოს 33 დეპუტატმა დაიჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომუნალურ ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით ბიუჯეტში შესულ ცვლილებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ის ქვემოთ არის. ეს არის 100 000 ოჯახი. კერძოდ, 70 000 ქულის ზემოთ თვეში გათვალისწინებულია 20 ლარი, ხოლო 70 000 ქულის ქვემოთ მყოფი ოჯახები ხუთი თვის განმავლობაში 530 ლარს მიიღებენ კომუნალური ვაუჩერისთვის, მათ შორის გათვალისწინებულია ის კომპენსაცია, რაც დენის ტარიფის ცვლილებით იყო გათვალისწინებული.
"200 000 ქულა იმდენად მაღალი ქულაა, რომ ყველა ადამიანს, ვინც ჩათვლის, რომ უნდა ისარგებლოს ამ სუბსიდიით, შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოს განაცხადით მიმართოს და სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდეს. ქულის მინიჭების შემთხვევაში ეს ოჯახები ავტომატურად მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.