ციხისძირში, კარვების დაშლის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს. სოლომონ ბაჯელიძე და პარტიის შუახევის საკრებულოს წევრი სოსლან ზოიძე პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს აიყვანეს.
"ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რაც მას ხეების გადარგვის საქმეში სჭირდებდა. ერთ დღეში გააუქმა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის დოკუმენტი, ერთ დღეში გააკეთა სამუშაოების ნებართვები და მოირგო ყველა დოკუმენტი საიმისოდ, რომ ხეები გადაიტანოს", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
ციხისძირში, სადაც ხის გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" კარვები გზის მიმდებარედ გადაიტანა. პარტიის წევრებსა და პოლიციას შორის იყო მცირე დაპირისპირებაც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანას აპროტესტებდნენ. პოლიციელებმა ორი კარავი დაშალეს და გზის მიმდებარედ მინდორზე გადაიტანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.