ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა.
სააკაშვილმა ის დარბაზიდან იმის გამო გააძევა, რომ თავად სამსახურის უფროსმა საბჭოს იმ სხდომის იგნორირება მოახდინა, რომელზეც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა და ბიზნესის წარმომადგენელთა შევიწროების საკითხი განიხილებოდა.
"ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენ ბოიკოტირებას ახდენთ?! ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე! ხელშეუხებელი არავინაა! მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!", - მიმართა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს ოდესის გუბერნატორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.