ნინო გოგუაძე: ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული
27-02-2016, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარტიის ლიდერებმა მოინახულეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განუცხადა, ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური.

 

 

"ვიყავით, ვინახულეთ. ამას თუ ჰქვია კარგად ყოფნა, კარგად არის. რაც მთავარია, მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება. ფაქტია ის, რომ ალექსის თავს დაესხა ორი სრულიად უცნობი და საკმაოდ გაწვრთნილი ადამიანი ამ საქმეში. ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული. ვის მიერ იყო შეკვეთილი, ეს გამოძიების საქმეა და ჩვენ ვთხოვთ გამოძიებას, სწრაფად გახსნან საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ იმყოფებოდა გუშინ ალექსის სანახავად და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ცხელ კვალზე გაიხსნას ეს საქმე", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, პეტრიაშვილმა არ იცის, ვინ დაესხა თავს, ეს ადამიანები იყვნენ ნიღბიანები.

 

 

"ერთს ნიღაბი ეკეთა, მეორეს ჰქონდა სახეზე აფარებული. ალექსის აღწერა შეუძლია მათი, თუმცა მათი ვინაობა მისთვის უცნობია", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი