2017 წელი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში საქართველოს წლად გამოცხადდება
27-02-2016, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბორდოში, დანელიამ და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის ,,ვენახი - საქართველო" ორგანიზატორი იქნება.

 

 

როგორც საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარე სილვი კაზიმ აღნიშნა, საამაყოა, რომ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში პირველი გამოფენა საქართველოს მიეძღვნება.

 

 

"ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია, რადგან საქართველო ღვინის აკვანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გამოფენა არ იქნება. გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ საზოგადოებას უფრო ახლოს გაიცნოს ქართული ღვინო და ბრწყინვალე ქვეყანა - საქართველო", - განაცხადა სილვი კაზიმ.

 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2017 წელს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის საგამოფენო სივრცე თვენახევრის განმავლობაში მთლიანად ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა-პრეზენტაციას დაეთმობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას.

 


გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაციების, კონფერენციების, ფილმების ჩვენებების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა. აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებასა და დაფინანსებას ქართულ მხარესთან ერთად, ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდი განახორციელებს.

საქართველოში გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

 

 

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მრჩეველი მერაბ მიქელაძე, საპატიო კონსული ბორდოში ალენ ღამბაშიძე და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბორდოში, სოფელ სენტ-ემილიონში შატო გრან მენის ვენახები დაათვალიერეს და უმაღლესი კლასის ღვინის წარმოების ხაზს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ სენტ-ემილიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და ბორდოს რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი