მთავრობამ რამდენიმე კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა
27-02-2016, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობამ რამდენიმე კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა.

 

 

შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

 

განკარგულებების თანახმად, შეწყვეტილია საქართველოს მთავრობასა და შპს "Royal Haskoning DHV"-ს შორის 2013 წლის 30 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში. აღნიშნულ კომპანიას მდინარე ტეხურაზე 4 ჰიდროელექტროსადგური უნდა აეშენებინა, ესენია "ლეჩეხა ჰესი" (დადგმული სიმძალვრე 18,4 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 90,8 მლნ კვტ.საათი); "ერჯია ჰესი" (დადგმული სიმძალვრე 29,1 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 133,7 მლნ კვტ.საათი), "ცხიმრა ჰესი" (დადგმული სიმძალვრე 27,6 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 134,4 მლნ კვტ.საათი) და "ნობულევი ჰესი" (დადგმული სიმძლავრე 42 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 197,4 მლნ კვტ.საათი).

 

 

ამასთან, განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობასა და შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერს" შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყდა ამავე დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში. აღნიშნულ კომპანიას "ლახამის", "ცხვანდირის", "ოკრილისა" და "ლარაკვაკვას" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.

 

 

მემორანდუმი შეწყდა ასევე მთავრობასა და შპს "თრიალეთი 2013"-ს შორის 2014 წლის 16 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. კომპანიას უნდა განეხორციელებინა თრიალეთის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლა და მისი მშენებლობა, ფლობა, ოპერირება.

 

 

გარდა ამისა, შეწყდა საქართველოს მთავრობასა და შპს "ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს" შორის 2013 წლის 12 სექტემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში. აღნიშნულ კომპანიას მესტიის მუნიციპალიტეტში მდინარე ლახამზე ჰესების კასკადის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.

 

 

განკარგულებების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ დასახელებული კომპანიებისთვის მემორანდუმების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა უნდა უზრუნველყოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი