დავით ნარმანიამ აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გახსნა
27-02-2016, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გახსნა. ღონისძიებას, მერთან ერთად, მოადგილეები, ლაშა აბაშიძე და გიორგი ლილუაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

გზაგამტარზე პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კერძოდ: აღდგა განაპირა ბურჯები და ხიდის ძირითადი კონსტრუქცია, მოეწყო ახალი სავალი ნაწილი, გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და ბეტონის დამცავი ფენა. საექსპლოატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყო ასფალტის ახალი საფარი. დამონტაჟდა განათების ახალი ქსელი ხიდისა და პანდუსებისთვის; შეიცვალა ხიდზე არსებული (ძველი) მოაჯირები და აშენდა ფრანგული კედელი.

 

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად გაკეთდა და გაიხსნა. მისივე თქმით, ახალი ესტაკადა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გადაადგილდნენ აღმაშენებლის ხეივნიდან დიდი დიღმისა და დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების მიმართულებით.

 

 

„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, რომელიც ამ უბნის მოსახლეობას მივეცით, გავხსენით ხიდი, რომელიც 25 წელზე მეტია გაჩერებულია. ამით ორი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. პირველი ის, რომ განიმუხტება მოძრაობა დიდი დიღმის შესახვევთან, ასევე პროექტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირი იყო ავტოავარიები. ამდენად განიტვირთება ქალაქის ეს ნაწილი და უბანი, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ფართოვდება და შესაბამისად ავტოსატრანსპორტო ნაკადების რაოდენობა იმატებს, რა თქმა უნდა, მიღწევადობის თვალსაზრისით იქნება გაცილებით უფრო კომფორტული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს „ზიმომ“ შეასრულა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.188.965 მლნ ლარი დაიხარჯა.

აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი