მთავრობის ადმინისტრაციასთან პროექტ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აღნიშნული პროექტის შეჩერებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დედაქალაქს საგრძნობი ზიანი მიადგება, ასევე შესაძლოა, ძველი თბილისი იუნესკოს მსოფლიო კუტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში არ შეიყვანონ.
აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.