[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ჰილარი ქლინთონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბერნი სანდერსზე სამხრეთ კაროლაინას პრაიმერში. ქლინთონის გამარჯვება ძალზე მოსალოდნელი იყო, მაგრამ 11 შტატში გასამართი „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერების წინ ეს მისთვის მეტი იმპულსის მიმცემია.
"კედლების აშენების ნაცვლად, ჩვენ უნდა დავანგრიოთ ბარიერები", განაცხადა ქლინთონმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ რაც კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი.
სანდერსმა აღიარა დამარცხება, მაგრამ განაცხადა, რომ კამპანია მხოლოდ ახლა იწყება.
ხმები თითქმის სრულად არის დათვლილი და ჰილარი ქლინთონი სანდერსზე დაახლოებით 50 პუნქტით ლიდერობს.
აიოვასა და ნევადას შემდეგ, ეს ქლინთონისთვის მე-3 გამარჯვებაა ოთხ საარჩევნო შეჯიბრში. იგი სანდერსთან ნიუ ჰამპშირში დამარცხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.