ირანში ზომიერები და რეფორმატორები, მათ შორის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, პარასკევს გამართული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემებით, კონსერვატორებს უსწრებენ.
რუჰანი და ყოფილი პრეზიდენტი, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი, მოწინავე პოზიციებზე არიან ექსპერტების 88-წევრიან ასამბლეაში, რომელიც ირანის სულიერ ლიდერს ამტკიცებს.
პარლამენტში, რეფორმატორები თეირანის ყველა, თითქმის 30-ივე ოლქში ლიდერობენ, რაც პრეზიდენტის მთავარი გამარჯვების მანიშნებელია.
დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ეს ირანში პირველი არჩევნებია და მისმა შედეგებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე და მან რუჰანის ხელმეორედ არჩევის შანსები გაზარდოს.
ირანელი ამომრჩეველი 290-ადგილიან პარლამენტს და ასევე ექსპერტების ასამბლეას ირჩევს. BBC-ს ცნობით, ასამბლეამ ვადის ამოწურვამდე შესაძლოა აიათოლაჰ ალი ხამენეის, რომელიც 76 წლისაა და ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს გაუარესებული, შემცვლელი აირჩიოს.
ადრეული შედეგების მიხედვით, რაფსანჯანიმ, ზომიერმა კონსერვატორმა, და რუჰანიმ ყველაზე მეტი ხმები მიიღეს ასამბლეაში, რომელიც უმეტესწილად ასაკოვანი და მაღალი სასულიერო პირებისაგან შედგება. აიათოლაჰ თაღი მესბაჰ იაზდი კი, რომელიც ისლამისტების უკომპრომისო ფრთის წამყვანი კანდიდატია, ბოლო ადგილზეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.