ავღანეთში ქართველი და ჩეხი სამხედროების ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა (ვიდეო)
28-02-2016, 00:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციის სოფელ იე ბელანდაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის ჯარისკაცებთან ერთად ტაქტიკური დაჯგუფება „ლაიონის" „ბრავო" ოცეულის ჩეხმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ავღანეთის არმიის ერთ-ერთმა ოცეულმა მიიღო.

 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ტვირთის დარიგებამდე ქართველი და ჩეხი სამხედროები სოფლის უხუცესს - მალიკს შეხვდნენ და არსებულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე გაესაუბრნენ. მალიკთან შეხვედრაზე მსგავსი ოპერაციების მიზანზე გამახვილდა ყურადღება, რაც ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდაჭერას გულისხმობს. სამშვიდობოებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში კოალიციური ძალების ყოფნა, სწორედ, მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებში შედის.

 


მალიკისა და ადგილობრივი სკოლის დირექტორის დახმარებით ჰუმანიტარული ტვირთი იე ბელანდას სკოლის ეზოში დარიგდა. ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზამთრისთვის გამოსადეგი თბილი დასაფარებლები, ასევე სასკოლო ნივთები, სათამაშოები და ტკბილეული გადაეცა.

 


იე ბელანდაში ჰუმანიტარული მისიის მონაწილეთა უსაფრთხოებას ჩეხი ჯარისკაცები უზრუნველყოფდნენ. ოპერაცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი