პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერ მინისტრს დღეს მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები შეხვდებიან. ბესელია ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან შხვედრა საქმიან ვითარებაში ჩაივლის და გამორიცხავს, რომ იქ "რაიმე საქმის გარჩევა" მოხდეს.
"ის გადამეტებული შეფასება, რომ ეს იქნება დაძაბული შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის საქმიანი შეხვედრა პრემიერთან, რომელიც დაიგეგმა ფრაქციის მიერ. გვინდა მასთან ერთად გავიაროთ რამდენიმე საკითხი, რომელიც შეეხება რეფორმებს, პროექტებს. ეს იქნება ძალიან საქმიანი შეხვედრა და გამოვრიცხავ, რაიმე საქმის გარჩევა მოხდეს. ამგვარი განწყობებით არ ვიკრიბებით", - განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.