ქართული პროდუქციისთვის შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინის 14-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება
28-02-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) ესწრება.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრა გამართა შვეიცარიელ კოლეგასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელთან, ბერნარ ლემანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წარმატებით დასრულებაზე. 2016 წლის 27ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ხელი მოწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად ქართული პროდუქციისთვის ევროპის (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) 14-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.

 


ოთარ დანელიამ შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, განსაკუთრებით თხილისა და ღვინის საექსპორტო პოტენციალი გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება.

 


შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, ტექნიკური და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. შვეიცარიულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული მამართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს. ოთარ დანელიამ შვეიცარიელი კოლეგა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მოიწვია, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ქართული პროდუქციის წარმოების პროცესებს ადგილზე გააცნობს.

 


შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი