ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ, - ამის თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე სამებაში, საკვირაო ქადაგებისას, უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებისას ბრძანა.
"დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება იმის თაობაზე, რომ მამას ჰყავდა ორი შვილი. უმცროსმა შვილმა თავისი წილი მოითხოვა და უცხო ქვეყანაში წავიდა. იქ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყვა. მთელი ქონება გაანიავა. იმ ქვეყანაში დიდი შიმშილი იყო. ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რომელსაც პირუტყვს აჭმევდნენ. ამ დროს იფიქრა - წავალ და ვეტყვი მამას, რომ არ ვარ ღირსი მისი შვილი, მისი ძე მერქვას, მიმიღე მე, როგორც ერთ-ერთი მუშათაგანი, როგორც მსახური. მამა თითქოს თავის შვილს ელოდებოდა. დაინახა შორიდან, გაეგება მას და მოეხვია. ეს იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზე, თითქოს ჩვენზეა. დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა – განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ეს იგავი არის მაცნე სინანულისა, მაგრამ ამავე დროს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ. უფალმა ინებოს, რომ ეს მალე მოხდეს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ამასთან, დღეს ილია მეორემ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის სამღვდელოება დაჯილდოვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.