პარტიის ოფისში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება
28-02-2016, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება, რადგანაც როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, მათ ამჯერად ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ.

 

 

ვოლსკის თქმით, დღეს ფრაქციის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტარები პრემიერ მინისტრს წარუდგნენ იმ თემებს, რომლებიც საგანგებო მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის და ჩააყენებენ საქმის კურსში იმ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს აქვს.

 


ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უნდა მოხდეს შეთანხმება რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით.

 

 

"უნდა შევთანხმდეთ კანდიდატურებთან დაკავშირებით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება ტყიბულში შექმნილ ვითარებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი