საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მან ჟურნალისტებთან იმ რამდენიმე თემის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელზეც პრემიერ-მინისტრისა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრაზე ისაუბრეს.
ხუნდაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებასაც შეეხნენ, თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.
"პირდაპირ მინდა გითხრათ, არ ემუქრება საფრთხე კოალიციას, ასევე, არც ერთ დეპუტატს არ ემუქრება საფრთხე და ყველა გადაწყვეტილება იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა საარჩევნო სიებზე და შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის საკითხები, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უახლოეს დღეებში განიხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.