ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი ბიძინა არსად არ აპირებს წასვლას
04-06-2014, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს ჭორი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის გავრცელებული. მისივე თქმით, ივანიშვილმა ქვეყანა მაშინ არ დატოვა, როდესაც შესაძლოა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მომხდარიყო.

 

 

"ბატონი ბიძინა არსად არ აპირებს წასვლას. რომელ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ეს შეკითხვა? როგორ შეიძლება ეს ვიღაცამ დაიჯეროს? ადამიანმა მართლა საოცრება მოახდინა. მაშინ, როდესაც იყო ყველაზე დიდი საფრთხე, თუნდაც ფიზიკური ლიკვიდაციის, მაშინ არ დატოვა ქვეყანა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რაზე იყო წამსვლელი წინა ხელისუფლება. არ დატოვა საქართველო მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იყო სახიფათო მისი დარჩენა და დღეს რატომ უნდა წავიდეს?", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ივანიშვილმა ყველა დაპირება შეასრულა.

 

 

"რაც დაპირდა მოსახლეობას, ყველაფერი გააკეთა. იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე დაპირდა. ის, რომ ქვეყნიდან წასვლას აპირებს, არის აბსოლუტური ტყუილი, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მერიდება. ბატონი ბიძინა არის მოტივირებული, რომ საინტერესო პროექტები განახორციელოს. აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში და მალე ვიხილავთ მის ბევრ წარმატებულ პროექტს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი