პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ "მრეწველებს", არამედ "რესპუბლიკელებსაც", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ პრემიერ მინისტრთან მისი ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, "მრეწევლებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ჯერ უცნობია თუ როდის გაიმართება.
"თუმცა მან კორექტულობისკენ მოუწოდა, არა ნაკლებ "მრეწველებს", ალბათ "რესპუბლიკელებსაც", რომ განცხადებების დროს დავიცვათ კორექტულობა გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობიდან და პიროვნული ურთიერთობებიდანაც," განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, კოალიციურობის თემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება როგორც გოგი თოფაძეს, ასევე "რესპუბლიკელებს" და აღნიშნულ თემაზე საუბარი გაგრძელდება პოლიტსაბჭოს ფორმატში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.