ევროპა არ დაუშვებს რომ საბერძნეთი „ქაოსმა“ მოიცვას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობის არსებობის შესახებ კომენტირებისას. ამის შესახებ BBC წერს.
ავსტრიამ და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ წარმოადგინა შეზღუდვების გეგმა საბერძნეთში გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მიგრანტების მიმართ.
მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ერებმა საბერძნეთის ევრო ზონაში დარჩენისთვის იმის გამო არ იბრძოლეს, რომ ის „უბედურებაში მიატოვონ“.
მან ასევე დაიცვა მისი გადაწყვეტილება, გაუხსნან გერმანიის საზღვრები მიგრანტებს, მიუხედავად იმისა, რომ ამან მისი პოპულარობის დაცემა განაპირობა. გასულ წელს გერმანიაში 1 მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა, რომელმაც ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. ამან კი მერკელის მმართველ კოალიციაში ოპოზიციური განწყობები გააძლიერა და მემარჯვენე ექსტრემიზმის ზრდა განაპირობა.
თუმცა ARD ტელევიზიასთან საუბრისას მან თქვა, რომ არ გააჩნია „გეგმა ბ“ და არ შეიცვლის კურსს, უარყო რა მიგრაციაზე შემოთავაზებული შეზღუდვა.
მომავალ კვირეებში ის მთავარი ტესტის წინაშე დგას, როცა გერმანიის სამ შტატში არჩევნები გაიმართება.
საბერძნეთთან დაკავშირებით მერკელმა თქვა: „სერიოზულად გჯერათ, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც გასულ წელს იბრძოდა ყველა გზით, რომ შეენარჩუნებინა საბერძნეთი ევროზონაში, და ჩვენ ყველაზე მკაცრები ვიყავით, ერთი წლის შემდეგ დაუშვებს, რომ საბერძნეთი ქაოსში ჩაეფლოს?“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.