"არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში" - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა, პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეხვდა. "ეს მოხდა ბადრი პატარკაციშვილის 60 წლის იუბილეზე, ბადრისთან სახლში. ყველას თვალწინ გადავკოცნეთ ერთმანეთი და მოვიკითხეთ, ეს იყო და ეს.
ყველა ცდილობს გადამიბიროს. რა შეთავაზებაზე უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც არ ვართ პოლიტიკური პარტია. არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში. ჩვენ ვცდილობთ ეს ამბავი როგორმე ავიცილოთ თავიდან. სხვათა შორის, ამ მთავრობის მინისტრებთანაც კარგი ურთიერთობები მაქვს, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ჩემი პირადი ურთიერთობები და მეგობრები არაფერ შუაშია ქვეყნის განვითარებასთან. უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოახერხოს და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს", - განაცხადა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.