ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მორიგი ტყუილი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს არის ის, თითქოს კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება.
"არათუ ვიშლებით, არამედ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ჩვენი მოსახლოებისთვის", აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" დაბალ რეიტინგზე ისაუბრა და აღნიშნა, მან იცის განწყობები და შეფასებები თითოეული რაიონის, სოფლის მიხედვით და "ქართული ოცნება" "ხუთი თავით მაღლა დგას ყველაზე".
"მე არ აღვიქვამ "ნაციონალურ მოძრაობას" ოპონენტებად, იმიტომ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე ეშვება, სად არიან თვითონაც არ იციან, რადარიდან ქრებიან. ეს ავტომატურად ხდება, ამაში ჩვენ წვლილი არ მიგვიძღვის. ეს არის შედეგი იმისა, რაც დათესეს წლების განმავლობაში.
რაც შეეხება იმას, ვთვლი თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა არის სოლიდური, სამწუხაროდ, ასეთი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოს რელურად ძლიერი, ობიეტური, კონსტრუქციული ოპოზიცია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.