პოლიტიკურ ლიდერს, დღისით, მზისით ესროლეს, მძიმედ სცემეს და ხალხის რეაქცია ამაზე არის ფშვინვა. ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა არის თავდასხმა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"საზოგადოება ფშვინავს და ისე როგორც წლების წინ, გონიათ, რომ ეს პრობლემა და განსაცდელი მის კართან არ მოვა. სხვისი თეთრეულის ქექვას სჯობს, ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლით დაკავდეს", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, ამაზრზენია, როდესაც გარკვეული პირები მომხდარ თავდასხმებს ამართლებენ სხვა ქვეყანაში მომხდარი მსგავსი ფაქტებით. ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა პრემიერთან თემის განსახილველად.
"საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენელმა კრიმინალის ზოგად მატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა პოლიციელს პრესტიჟი დაუბრუნდეს და შეწყდეს განუკითხაობა ყველა კუთხით, რომელიც საქართველოში არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.