პარლამენტის ვიცე- სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის საჯარო სივრცეში წარმართული დებატები არ არის სასარგებლო კოალიციის ერთიანობისთვის, თუმცა მისი თქმით, ამით "კარგი მაგალითი" მიიღეს და "კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად".
"უსიამოვნო პროცესები იყო ორ სუბიექტს შორის საჯარო დებატები. ჩვენ კოალიციაში ძალიან ბევრი დებატები გვაქვს, 5 სუბიექტი ვართ და ყველა სუბიექტი მსოფლმხედველობით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა საჯარო სივრცეში ასეთი დებატები არ არის სასარგებლო თვითონ კოალიციის ერთიანობისთვის. ამ ეტაპზე "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის უთანხმოება, რომელიც იყო, დასრულებულია. კარგი მაგალითი მივიღეთ, რომ საჯარო სივრცეში ასეთი დებატები აღარ გაიმართოს. კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად და მოულოდნელობებს და სიურპრიზებს აღარ ველოდებით", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.