პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია " ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მათი მმართველობის პერიოდში გამოუძიებელი 50-ზე მეტი საქმის ჩამონათვალს უგზავნის.
"მე მათთვის შევარჩიე 50-ზე მეტი გახმაურებული, მძიმე საქმე, რომლებსაც ვუგზავნი მათ და ვითხოვ პასუხს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის განმარტებით, მის მიერ შეგროვილი საქმეები 2005-2012 წლებში მომხდარ "ყველაზე მძიმე და სისტემურ დანაშაულებს მოიცავს, მათ შორის წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადაგზავნილ ჩამონათვალში შედის ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ე.წ. კორტებისა და ნავთლუღის სპეცოპერაციების, თეთრაძის, კრიალაშვილის, როინ შავაძის, ასევე 2008 წლის ომის შემდეგ გაუჩინარებული რამდენიმე ადამიანის საქმე, ასევე "2005-2006 წლებში ლიკვიდირებული 33 პირი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.