პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, არსებობს კონკრეტული პატიმრის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრის ეს წერილი მის კომიტეტში შევიდა.
"ჩემთვის პირადად მოულოდნელი არ არის, მაგრამ გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს ეს ფაქტი, სხვა ფაქტებიც. ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ წერილი პატიმრობაში მყოფი პირისგან, თუმცა ეს არ არის ერთადერთი წერილი, სადაც ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში სხვადასხვა უკანონო ფაქტებზე არის საუბარი. არის კონკრეტული განცხადება, სადაც კონკრეტული სახელით და გვარით მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის და ეს უკვე გამოძიებამ, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, უნდა დაკითხოს ეს პირი, მისი ადვოკატი, თავად ელისაშვილი და ამ ბრალდებებზე თავად უნდა გასცეს პასუხი", -განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.