"ჩვენ სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს.
"მე პირადად გახლდით იაპონიაში, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე. გუშინ დავბრუნდი და ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები ძალიან სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. კანონის მთელ სიმკაცრეზე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ საზოგადოება და პარლამენტარები, როდესაც "სისხლის სამართლის კოდექსში" ვწერთ რაღაც მუხლებს და სასჯელს აქედან იქამდე ვსაზღვრავთ, ვითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება, განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ეს არის ჩემი პოზიცია.
კარგი ამბავია ის, რომ ბუკას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც უცბად ჩაივლის იმიტომ, რომ ჩვენ ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცულები. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი დანაშაული ჩაიფიქრონ, დაგეგმონ და აღარსულონ, დაინახავენ, რომ მათი ყოველი ასეთი ჩანაფიქრი იქნება ძალიან სასტიკად დასჯილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.