თავდაცვის მინისტრმა თუ საგარეჯოში გააყალბა არჩევნები,ვიცე პრემიერმა იგივე გააკეთა გარდაბანში და თავისი ძმაკაცი გაიყვანა გამგებლად, - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან" გააკეთა.
„თინა ხიდაშელის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ ვახსენებთ მისი გვარის გვერდით კალაძის გვარს? თავდაცვის მინისტრმა თუ საგარეჯოში გააყალბა არჩევნები, ვიცე-პრემიერმა იგივე გააკეთა გარდაბანში და თავისი ძმაკაცი გაიყვანა გამგებლად.
მართალია ვიცე-პრემიერი რომ არ ჩარეულიყო, „ნაციონალები“ გარდაბანს მაინც ვერ მოიგებდნენ, მაგრამ დარღვევებს და გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. ეს კი „ქართულ ოცნებას“ უთხრის ძირს. კალაძე და „რესპუბლიკელები“ კოალიციის შემარცხვენლები და დამაქცევრები არიან.
„ქართულ ოცნებაში“ საოცარი ამბები ხდება. „ოცნებაში“ ბევრი ჩემი მეგობარია და იქ არსებულ სიტუაციაზე საოცრებებს ყვებიან. პარტიაზე მაქვს საუბარი.
იქ მართვის სადავეები ხელში ე.წ. ლიბერალების ფრთამ აიღო. ესენი არიან ვიცე-პრემიერის საძმაკაცო-სანათესაო.
მოგეხსენებათ პარტიის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელსაც ბევრი საქმე ჰქონდა და პარტიას სათანადო ყურადღებას ვეღარ უთმობდა. ამით ისარგებლა ენერგეტიკის მინისტრმა და იქაურობა თავისი კადრებით გამოჭედა“ - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.