"ჩვენ თუ გვინდა არაკორუმპირებული მთავრობა, რომელიც იქნება მოტივირებული და ხალხზე მზრუნველი და რომელიც გულიანად დაიხარჯება დანგრეულ ქვეყნის შველისთვის, უნდა მივცეთ შესაბამისი ანაზღაურება და მოტივაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ყოველთვის დაიცავს მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, სანამ იქნებიან დასაცავები. პრემიების შესახებ კითხვა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა დასვა.
"ვნახოთ როგორ ყვება ამას ჩვენი მეგობარი გელა მთივლიშვილი. ის ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის ხუთ მოადგილეზე 220 000 ლარი გაიცა. ჩვენ თუ ამას გადავანაწილებთ 12 თვეზე, აღმოჩნდება, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სახელფასო დანამატი. მინისტრის მოადგილე არის პასუხისმგებელი პირი კონკრეტულ მიმართულებაზე და მას ჭირდება შესაბამისი ანაზღაურება, რომ ხელი არ წაუცდეს და კორუფციის ცდუნებას შეეწინააღმდეგოს. ჩვენ თუ გვინდა არაკორუმპირებული მთავრობა, რომელიც იქნება მოტივირებული, ხალხზე მზრუნველი, უნდა მივცეთ შესაბამისი ანაზღაურება. არ დავუშვებთ, რომ ხდებოდეს ისეთი განუკითხაობა, როგორიც იყო "ნაციონალების" დროს, როდესაც ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს, მხრებზე აწევთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პენსიის ოდენობასა და მთავრობის წევრების ხელფასებს შორის დისბალანსი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა სწორედ მთავრობის წევრები ზრუნავენ პენსიონერებზე და ქვეყნის განვითარებაზე.
"თუ შეადარებთ იმას, რომ პენსიონერს 150 ლარი აქვს და მინისტრის მოადგილეს 6 000 ლარი, აქ დისბალანსია. მაგრამ, თუ შევაფასებთ იმ პასუხისმგებლობას რაც მინისტრებს ან მათ მოადგილეებს აქვთ, მაშინ მივხვდებით, რომ ეს ადამიანი იმიტომ არის დანიშნული და მაგიტომ უხდიან ხელფასს, რომ პენსიონერზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და განვითარებაზე იზრუნოს. ერთი ხელის მოსმით, რომ აუფასურებთ ყველაფერს ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. რა თქმა უნდა, დავიცავ მინისტრებს და მის მოადგილეებს, მანამ სანამ ისინი იქნებიან დასაცავები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეცდომები ამ მიმართულებით იყო, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მისმა ხელმძღვანელმა დატოვა თანამდებობა.
"შეცდომებიც, რა თქმა უნდა, იყო. შეცდომები იყო, როდესაც ერთჯერადად დიდი პრემიები გაიცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამ ადამიანმა იმუშავა, დაალაგა ციხე, თუმცა გადადგა და ვაჟკაცურად მოიქცა. ყველაფრის დრამატიზება და მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება არასწორია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.