დავით უსუფაშვილი: ყოველგვარი მცდელობა, რომ საკითხი დაყვანილი იქნას "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება წარუმატებელი
29-02-2016, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მინდა ძალიან მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, ყოველგვარი მცდელობა, რომ საკითხი დაყვანილი იქნას "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ წარუმატებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

 


"აქ არ არის საუბარი "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის პრობლემაზე, აქ საუბარია ჩვენი მხრიდან იმ საკითხზე, რომელიც ეხება კოალიციის, ქვეყნის, ხელისუფლების საკითხებს, ჩვენს მომავალს და აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგულნი. ჩვენ ვიქნებით ერთგულნი კოალიციის სადამფუძნებლო დოკუმენტების, ჩვენი გაცხადებული პრინციპებისა და პრიორიტეტების ყველა საკითხში - იქნება ეს საგარეო ორიენტაციის საკითხები თუ იმ ტიპის თემები, თუ ვინ არის ეროვნული გმირი და ვის ნაბიჯებს უნდა გაჰყვეს ქართველი ხალხი ისტორიული წარსულიდან. ასე რომ, ეს საკითხები არის არასასურველი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის გარდაუვალი.

 

 

თუ ვინმე შეგნებულად ცდილობს, რომ ასე წარმოაჩინოს ან შესაძლოა კარგად ვერ იაზრებს და ასე გამოსდის, მე ყველას მივმართავ და ვთხოვ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ ასეთ საკითხებს. ეს არის ქვეყნის თემა, ხელისუფლების თემა, კოალიციის თემა და ადეკვატურად მოევლება ყველა ამ პრობლემას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გოგი თოფაძემ კოალიციაში პოლიტიკურად აქტიური პოზიციების დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინათ გააკეთა.

 

 

"ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ, ვიდრე რეალობაში ბოლო საკითხები გაჩნდებოდა. ასე რომ, ეს არ არის დღევანდელი და გუშინდელი თემა. ეს არ არის "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" პრობლემა. აქ იყო საკითხები, რომლის თაობაზეც ახლო წარსულში გოგი თოფაძესთან საუბარი ჰქონდა ძალიან ბევრს და არა იმდენად "რესპუბლიკელებს" და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, შესრულდება და ამ შემთხვევაშიც კოალიციაც, ხელისუფლებაც და ქვეყანაც გააგრძელებს ნორმალურ რიტმში საქმიანობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი