დავით უსუფაშვილი: მოვა დრო, როდესაც ქართველები ისე ვითამაშებთ ფეხბურთს, როგორც ესპანელები და ისინიც ისე ითამაშებენ რაგბის, როგორც ქართველები
29-02-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კიდევ ერთხელ გამოიხატა ძალიან სერიოზული მზაობა პარტნიორობისთვის ესპანეთის მხრიდან ყველა საკითხში-ეკონომიკური თანამშრომლობა, პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოების საკითხები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ ფეხბურთსა და რაგბიზეც ისაუბრეს. "მოვა დრო, როდესაც ქართველები ისე ვითამაშებთ ფეხბურთს, როგორც ესპანელები თამაშობენ და ჩვენ დავამშვიდეთ ესპანელები და ვუთხარით, რომ მოვა დრო და ისინიც ისე ითამაშებენ რაგბის, როგორც ქართველები თამაშობენ," აღნიშნა უსუფაშვილმა.


"ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია იმისა, რომ ესპანეთი იქნება არათუ მხარდამჭერი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების, არამედ იგი იქნება ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ევროკავშირის, რომელიც, ზოგადად, საქართველოს ევროპასთან დაახლოებას უჭერს მხარს. ესპანეთი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო ასევე სერიოზულ როლს ასრულებს ნატოს ეგიდით მისაღებ გადაწყვეტილებებში და რაც მთავარია, ვრცლად ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების დონეზე მიმდინარეობს ძალიან კონკრეტული სამუშაოები მეტი ინვესტიციების მოსაზიდად, მეტი ორმხრივად საინტერესო ბიზნეს-პროექტების განსახორციელებლად და ეს ყველაფერი, ეს იდეები ძალიან მალე დაგვირგვინდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ესპანელებიც, ქართველებიც ვართ ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ. ესპანეთს და საქართველოს ბევრი რამ გვაკავშირებს, არა მხოლოდ ისტორიული დასახელებები - იბერია“ და ასე შემდეგ. და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ მოვა დრო, როდესაც ქართველები ისე ვითამაშებთ ფეხბურთს, როგორც ესპანელები თამაშობენ და ჩვენ დავამშვიდეთ ესპანელები და ვუთხარით, რომ მოვა დრო და ისინიც ისე ითამაშებენ რაგბის, როგორც ქართველები თამაშობენ“," აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი