საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობა და ეკონომიკური, ტურიზმისა და სავაჭრო, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისა, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულამდე ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ესპანეთის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრის განცხადებით, ესპანეთი მუშაობს საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მიმდინარე წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
საქართველოს პრეზიდენტსა და ესპანელ სტუმარს შორის შეხვედრა დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა" - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.