ურბნისის მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება
29-02-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა ურბნისის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

 


1 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზას VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან - ურბნისის მონასტერთან მივყავართ და სოფელ ურბნისს და ურბნისის მონასტერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს.

 


გზის სარეაბილიტაცი მონაკვეთი 30 წელია არ შეკეთებულა და ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. პროექტი, ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, კიუვეტებისა და გაბიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას; წყალგამტარი მილებისა და ბეტონის ღარების შეკეთებას. ასევე, გზის შემოფარგვლასა და ჰორიზონტალურ მონიშვნას. ამჟამად, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 566,6 ათასი ლარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი