ლია გიგაური: გთხოვთ მითხრათ, რომელი თემა ან კითხვა აჩენს ეჭვს, რომ მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებს ჰომოსექსუალიზმი უნდა ვასწავლოთ?!
29-02-2016, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გთხოვთ მითხრათ, რომელი თემა ან კითხვა აჩენს ეჭვს, რომ მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებს ჰომოსექსუალიზმი უნდა ვასწავლოთ - იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი?! - ამ კითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, საგნის "მე და საზოგადოება" მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს მიმართა.


ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც სხდომას ესწრება, განაცხადა, რომ ეს საგნის შემოღების მიზნებში წერია, სადაც აღნიშნულია ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის შესახებ. "სხვა რა არის თქვენთვის ტოლერანტობა და შემწყნარებლობა?!", - მიმართა ბაღათურიამ ლია გიგაურს.


გიგაურის თქმით, დოკუმენტში წერია კულტურული მრავალფეროვნების გააზრების და დაფასების შესახებ, ხოლო ის თუ, ვინ არიან ოჯახის წევრები, წერია – დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა.

 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, გიგაურმა თქვა, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.


"ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებული სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი