შემოთავაზებებით, რომელიც ნატო-ს და თავად აშშ-ს პრეზიდენტს აქვს, ქვეყანა უფრო დაცული იქნება, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის პრეზიდენტის იმ ინიციატივის შეფასებისას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას გულისხმობს.
"ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია – სამიტის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა, იმ შემოთავაზებებით, რომელიც აქვს ნატო-ს და თავად აშშ-ს პრეზიდენტ ობამას, უფრო დაცული იქნება. აქ საუბარია კონკრეტულად საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. როგორც იქნება ასახული ჩვენი პროგრესი სამიტის დეკლარაციაში, ამის პარალელურად გაძლიერებული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაში ნატო-სთან, რომ დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან მეტი აქცენტი გადავა კონკრეტულად საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენი ჯარისთვის, რომელიც პრაქტიკულად სრულად თავსებადია ნატოსთან, რაც აღნიშნა ყველა გამომსვლელმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. რაც მნიშვნელოვანია ჩვენ გვექნება შემაკავებლი ფუნქცია", - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.