ლევან ვასაძე: ეს საგანი არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ
29-02-2016, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თითქმის ერთი წელია ამ ინიციატივას ვებრძვით, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არავითარ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განათლების პრიორიტეტებთან, არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების განვითარებას" - აღნიშნული განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ გააკეთა.

 


"ჩვენი რეაქციის შედეგად, საგნის ე.წ. სტანდარტის რედაქციაში ჯერჯერობით ვეღარ ნახავთ ფორმულირებებს, რომელიც მის პირველ რედაქციაში იყო. იქ ეწერა, რომ ამ საგნის ფარგლებში ჩვენს შვილებს უნდა დაავალონ ითამაშონ როლური თამაშები ყველა სახის უმცირესობისა და განაცდევინონ მათ ჩაგვრა. იმავე რედაქციაში ეწერა, რომ ბავშვებმა კლასში უნდა განიხილონ, რატომ ვერ უგებენ მათ ბოლომდე მშობლები და ოჯახის წევრები - ერთგვარი მოდერნიზებული პავლიკა მოროზოვის ინსტიტუტი. ამავე რედაქციაში ეწერა, რომ ბავშვმა მშობლებს უნდა ჩაუტაროს ინტერვიუ, თუ რატომ არ იცავენ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს და წარმოადგონონ ამ ინტერვიუს შედეგები კლასში. ამავე საგანში ეწერა და ახლაც წერია, რომ მესამე-მეოთხე კლასის ბავშვს უნდა ასწავლონ ბიუჯეტირების და მეურნეობის საფუძვლები, სამშობლოს სიყვარული, გეოგრაფია, ისტორია და სხვა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

 

მისივე შეფასებით, სკოლებში წლიდან-წლამდე ნამდვილი აკადემიურ განათლების შევიწროვება ხდება, ხოლო ინერგება ისეთი "ვაი საგნები", როგორიცაა: სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება და ასე შემდეგ.

 

 

"ამ საგნებისათვის საათები სასწავლო ბადეში ისეთი მნიშვნელოვანი საგნების ხარჯზე შემოდის, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი და სხვა. პრაქტიკულად მოშლილია დამრიგებლის ინსტიტუტი. წლების მანძილზე განათლების სამინისტროს ეგიდით და უცხოელი სპეციალისტების დაფინანსებით ხდება ნამდვილი აკადემიური საგნების მასწავლებლების გადამზადება ამ ფსევდო საგნების სასწავლებლად, მათი სასტუმროებში და უცხოურ კონფერენციებზე გაუთავებელი ტარება და ამ ნიშნით მათი დაწინაურება. ამ დროს არანაირი ყურადღება არ ეთმობა აკადემიურ საგნებს", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი