"ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი, ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა. იგი ფარული ჩანაწერების თემასაც შეეხო და თქვა:
"რაც შეება ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც სააკაშვილი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ "მესამე ძალად" - ჩვენ თუ ჩამოვყალიბდებით პოლიტიკურ ძალად, მესამე კი არა, აუცილებლად პირველი ძალა ვიქნებით. მეორე-მესამეზე სხვები განაწილდნენ. ეგ ჩანაწერები სრული სისულელეა, არ ღირს მაგაზე ლაპარაკი. იყო პერიოდი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელს გვიშლიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტში მივიღე მონაწილეობა. არ მქონდა უფლება, არ მემღერა ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად. მთავრობიდან დამირეკეს და ამიკრძალეს, მე მაინც წავედი, ამას მოჰყვა ის, რომ სამშობლოს მტრად გამომაცხადეს. ამ კონცერტიდან ერთ წელიწადში სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენი გადმომცა. იმ ხელისუფლებას ეყო სინდისი, არ გაეფუჭებინა კარგი საქმე, რომლის ეგიდითაც 110 ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები", -აცხადებს პაატა ბურჭულაძე და არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში პოლიტიკაში ჩაერთოს.
"რამდენიმე რეგიონში უკვე გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობა, მართალი გითხრათ, კი ვიცოდი რთულ მდგომარეობაში რომ იყო მოსახლეობა, მაგრამ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომაც გადავწყვიტე უფრო აქტიურად ჩავერთო ფონდის მუშაობაში და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაც მე შევითავსე. ფონდს თვითონ ვაფინანსებ, გარდა ამისა, მეხმარებიან ჩემი ქართველი და ევროპელი მეგობრები. თუ ოდესმე ფონდი გადაწყვეტს პარტიად ჩამოყალიბებას, მაშინ ყველა თეთრის წარმომავლობა გასაჯაროვდება. ჯერ არსებითად ვერაფერს გეტყვით, სამი თვე მაცალეთ, დავდებთ ამ გეგმას, შევთავაზებთ მთავრობას, ვნახოთ, რას გვიპასუხებს...… ღმერთმა ქნას, წაიყვანონ ქვეყანა უკეთესობისკენ, თუ არ წაიყვანენ, პირველი იქნებით, ვისაც პოლიტიკურ ინტერვიუს მოგცემთ", - დასძენს რესპონდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.