მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე მავთულხლართებიანი დამცავი კედელი გაანგრიეს
29-02-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიგრანტების ჯგუფმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე მავთულხლართებიანი დამცავი კედელი ხელით ნაკეთი სანგრევი მოწყობილობის საშუალებით გაანგრიეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.


მიგრანტების შეჩერება მაკედონიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით სცადა, თუმცა, მათმა ნაწილმა საზღვარზე გადასვლა მაინც შეძლო. უცნობია, თუ რამდენი მიგრანტი გადავიდა მაკედონიის ტერიტორიაზე. მიგრანტთა უმრავლესობა, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპამდე ცდილობს ჩასვლას, ძირითადად სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილები არიან.

 

დაახლოებით 6 500 ადამიანია გაჩხერილი საბერძნეთის მხარის საზღვარზე, რადგანაც მაკედონიელები ძალზე ცოტა მათგანს აძლევენ მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. ძალიან ბევრი მათგანი ბანაკებში ჭუჭყიან გარემოში, მცირე საკვებითა და სამედიცინო დახმარების გარეშე უკვე კვირაზე მეტ ხანს იმყოფება.

 


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მიგრანტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპა ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს განიცდის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი