ლევან ვასაძე: აბა რატომ ჩამოვიდოდი, რატომ გავიწვალებდი თავს, სხვა საქმე არ მაქვს მეტი?
29-02-2016, 06:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მინდა ჩემი შვილების ბედნიერი მომავალი, ჩემთვის სულ ერთია კრემლს დაგვამონებენ, თუ ბრიუსელს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ საქართველოს პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

 

"მეცოდება ჩვენი სამინისტრო, რადგან ორ ცეცხლს შუა არის. რასაც შეგვიძლია ჩვენ ვაკეთებთ, გაჩუმება არ შეგვვიძლია. რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს ეს პრიორიტეტები, ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ უკეთესი განათლება, მეტი მათემატიკა, ფიზიკა, უცხო ენა, ისტორია, იმისთვის რომ მათ კარგად ჩააბარონ უმაღლესში, იმისთვის, რომ ცხოვრებაში იყვნენ წარმატებულები. ეს საგნები მათ არაფრისთვის არ ამზადებს არც ერთ უმაღლესში ჩასაბარებლად, არც ერთი სახის პროფესიაში წარმატებისთვის. და ბოლოს, როდესაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე მორალური დიქტანტის ფუნქციებს, ის ხდება ტოტალიტარული", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

 

მისივე თქმით, ეს პროცესი უკვე გავიარეთ კომუნიზმის, ფაშიზმის დროს და ახლა გავდივართ ლიბერალიზმის დროს. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ეს "იზმები მოგონილია ერთი და იმავე გეოგრაფიაში და მათი დაძალება ხდება ჩვენზე.

 

 

იგი დარწმუნებულია, რომ ეს საგანი არის დაკვეთილი და მისთვის ეს არის სრულიად მიუღებელი.

 

 

"აბა რატომ ჩამოვიდოდი, რატომ გავიწვალებდი თავს. სხვა საქმე არ მაქვს მეტი? მოდით, ამაზე დავფიქრდეთ, ჩემი ღრმა რწმენით, სრულიად მიუღებელია. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს საშუალება ამაზე თავისუფლად ვისაუბროთ. ამაზე ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ის, რომ ჩვენი გაჩუმება უნდათ და მოსმენა არ უნდათ სხვადასხვა ძალებს, ეს მათივე დემოკრატიულობაზე მეტყველებს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი