„მემარცხენე ალიანსი“ ალექსი პეტრიაშვილზე რამდენიმე დღის წინათ მომხდარ სისხლიან თავდასხმას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს არის ქვეყანაში გამეფებული ძალადობის და კრიმინალური ქაოსის გაგრძელება.
„ვგმობთ განხორციელებულ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და სამართალდამცველ ორგანოებს“ – აცხადებენ პარტიაში და ხელისუფლებისგან თავაშვებული კრიმინალების ასალაგმად ქმედითი ღონისძიებების გაატარებას, პოლიტიკოსზე თავდახსმის ფაქტის უმოკლეს ვადაში გახსნას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
26 თებერვალს ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა დღემდე გაუხსნელია. ვგმობთ განხორციელებულ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და სამართალდამცველ ორგანოებს. აღნიშნული შემთხვევა სამწუხაროდ არ არის გამონაკლისი. იგი წარმოადგენს ქვეყანაში გამეფებული ძალადობის და კრიმინალური ქაოსის გაგრძელებას, რაც სამწუხაროდ ყოველდღიურ ნორმად გადაიქცა.
ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ ქმედითი ღონისძიებები გაატაროს თავაშვებული კრიმინალების ასალაგმად, ხოლო პოლიტიკოსზე თავდახსმის ფაქტი უმოკლეს ვადაში გახსნას და დამნაშავეები უმკაცრესად დასაჯოს“– აცხადებენ „მემარცხენე ალიანსში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.