რა მოხდა წყვილის ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ? - პეტრიაშვილის ახლობლები შემკვეთის ვინაობას ასახელებენ
29-02-2016, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სანამ ალექსი პეტრიაშვილს გაიცნობდა, ეკა მიშველაძეს რომანი ჰქონდა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან (რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რასაც ჟურნალისტი თავის დროზე არც მალავდა. როდესაც ამ ბიზნესმენმა მიშველაძისა და პეტრიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ძალზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და პოლიტიკოსს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის ახლობლები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობენ.

 

 

"პეტრიაშვილს და ამ ბიზნესმენს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და სწორედ მათი მონაწილეობით “საქმე გაირჩა”, იყო ძალზე მწვავე საუბრები, რის შესახებაც თბილისში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის. ამ შეხვედრის შემდეგ თითქოს კონფლიქტი ამოიწურა, 2015 წლის ოქტომბერში პეტრიაშვილი და მიშველაძე დაქორწინდნენ, მაგრამ… პეტრიაშვილის ახლობლებს უჭირთ დაკონკრეტება, რა მოხდა წყვილის ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ – მიშველაძის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვინმემ წააქეზა, მისი პროვოცირება მოახდინა თუ მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფა ბოლომდე ვერ “მოინელა” და პეტრიაშვილის დასჯა მაინც გადაწყვიტა… თუმცა, დაველოდოთ და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, თუმცა პეტრიაშვილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ კვალი სწორედ ზემოხსენებული ბიზნესმენისკენ მიდის“, – წერს “კვირის პალიტრა“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი