"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოსმენის საკითხს სვამს და ამ საქმეში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ჩართვას ითხოვს.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, არსებობს კითხვები, რაზეც ენერგეტიკის მინისტრმა დეპუტატებს უნდა უპასუხოს. მაჭავარიანმა ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"გასული წლის ნოემბერში კახა კალაძეს წერილით მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ ფრაქციის სხდომაზე მოსულიყო. მოგვივიდა პასუხი, რომ საკითხს განიხილავდა და მოვიდოდა. ჩვენ მას არ ვაჩქარებდით, რადგან პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მქონდა ინფორმაცია, რომ აპირებდნენ კალაძის კომიტეტში მოსმენას. არის უხერხული მდგომარება. მას წერილს კიდევ ვწერთ. გვინდა ამაზე გიორგი კახიანსაც (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე) ვთხოვოთ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კახი კალაძე პარლამენტში მოვიდეს, მოვიდეს ნებისმიერი ფორმატში - ჩვენი ფრაქციის ან კომიტეტის სხდომაზე. არსებობს კითხვები და ეს კითხვები კი არ მოიხსნა, არამედ დაემატა. განუმარტეთ სამინისტროს, რომ მობრძანდეს პარლამენტში - ნებისმიერ ფორმატში", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.